---
title: "მუხლი 6. ქსოვილის თანაბარი ხელმისაწვდომობა — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/6"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ქსოვილის თანაბარი ხელმისაწვდომობა — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/6

1. თუ ქსოვილს ჰყავს ერთზე მეტი რეციპიენტი, რომლებსაც იგი კრიტიკულად ესაჭიროებათ, ქსოვილი მომლოდინეთა ეროვნულ სიაში (ასეთი სიის არსებობის შემთხვევაში) რეგისტრირებულ რეციპიენტებზე ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ის მათთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი სათანადო დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გამჭვირვალე, ობიექტური და ზოგადად მიღებული სამედიცინო კრიტერიუმების შესაბამისად.

2. მომლოდინეთა ეროვნული სიის წარმოების (მათ შორის,  პირის მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრაციის) წესი და ქსოვილის განაწილების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ავტოლოგიური გამოყენებისთვის განკუთვნილ ქსოვილზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/7.md
