---
title: "მუხლი 7. რეკლამის აკრძალვა — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/7"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. რეკლამის აკრძალვა — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/7

1. აკრძალულია ქსოვილის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის რეკლამა, გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ორგანიზებული და განხორციელებული საქმიანობისა, რომლის მიზანია ქსოვილის ნებაყოფლობითი და უანგარო (ალტრუისტული) დონაციის ხელშეწყობა და რომელიც შეიძლება განხორციელდეს სოციალური რეკლამის საშუალებითაც.

2. რეკლამასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები განისაზღვრება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/8.md
