---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/1"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/1

1. ეს კანონი აწესრიგებს მკურნალობის მიზნით ადამიანის ორგანოების გადანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს და ადგენს გადასანერგად განკუთვნილი ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მკურნალობის მიზნით გადასანერგად განკუთვნილი ორგანოების დონაციაზე, ტესტირებაზე, დახასიათებაზე, მოპოვებაზე, პრეზერვაციაზე, განაწილებაზე (ალოკაციაზე), ტრანსპორტირებასა და გადანერგვაზე.

3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება რეპროდუქციულ ორგანოებზე, აგრეთვე ემბრიონისა და ნაყოფის ორგანოებზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა/პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გამართლებულია როგორც სამედიცინო, ისე ეთიკური თვალსაზრისით ან/და მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/2.md
