---
title: "მუხლი 10. დაცვა და უსაფრთხოება — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/10"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. დაცვა და უსაფრთხოება — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/10

1. ორგანოს მოპოვება და გადანერგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვით.

2. ორგანოს  მოპოვება, განაწილება და გადანერგვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროფესიული სახელმძღვანელო მითითებებისა და უმაღლესი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად, ისე, რომ შემცირდეს დონორისა და რეციპიენტისთვის მოსალოდნელი რისკები, აგრეთვე ორგანოს მიერ ფუნქციონირების შეწყვეტის რისკი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/11.md
