---
title: "მუხლი 11. ორგანოს გადანერგვით მკურნალობის თანაბარი ხელმისაწვდომობა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/11"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ორგანოს გადანერგვით მკურნალობის თანაბარი ხელმისაწვდომობა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/11

1. ამ კანონის მე-3 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ორგანოს გადანერგვის სამედიცინო კრიტერიუმებს, დისკრიმინაციის გარეშე უნდა მიეცეთ თანაბარი უფლება, გარდაცვლილი პირის მიერ გაცემული ორგანოს გადანერგვის მიზნით უფასოდ დარეგისტრირდნენ მომლოდინეთა ეროვნულ სიაში და მათთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი ეს ორგანო იმ პრინციპის დაცვით, რომ ამ სიაში აღნიშნულ პირთათვის ადგილების გაცვლა დაუშვებელია.

2. მომლოდინეთა ეროვნული სიის წარმოების (მათ შორის, პირის მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრაციის) წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/12.md
