---
title: "მუხლი 13. რეციპიენტის ინფორმირებული თანხმობა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/13"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. რეციპიენტის ინფორმირებული თანხმობა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/13

1. რეციპიენტს ორგანო შეიძლება გადაენერგოს მხოლოდ მისი ნებაყოფლობითი, კონკრეტული, გააზრებული, წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. რეციპიენტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს თქვას უარი განცხადებულ ინფორმირებულ თანხმობაზე.

2. რეციპიენტს წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ორგანოს გადანერგვის, მისი მიზნის, მიმდინარეობის, წარმატების ალბათობის, მოსალოდნელი რისკებისა და შედეგების, აგრეთვე მისი უფლება- მოვალეობებისა და მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების შესახებ.

3. რეციპიენტისგან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმირებული თანხმობის მიღების წესი და აღნიშნული ინფორმირებული თანხმობის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/14.md
