---
title: "მუხლი 18. ცოცხალი დონორის რისკების შეფასება — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/18"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ცოცხალი დონორის რისკების შეფასება — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/18

1. უნდა ჩატარდეს ცოცხალი დონორის სრული სამედიცინო და ფსიქოსოციალური შეფასება მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ფიზიკური და ფსიქოსოციალური რისკების განსაზღვრისა და მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

2. დონორისგან ორგანოს ამოღება არ უნდა განხორციელდეს, თუ მის სიცოცხლეს, ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

3. სამედიცინო შეფასება უნდა ჩაატაროს გადანერგვის ცენტრმა, რომელსაც აქვს ცოცხალ დონორთა ორგანოების გადანერგვის სათანადო ლიცენზია.

4. ფსიქოსოციალური შეფასება უნდა ჩაატაროს ცოცხალი დონაციის კომისიამ დონორისა და რეციპიენტის ურთიერთობის, ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის შესახებ მათი ცნობიერების, ცოდნისა და აღქმის, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მოტივაციისა და მოლოდინის შეფასებისა და სოციალური მხარდაჭერის მიზნით.

5. თუ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები ვერ უზრუნველყოფს დონორსა და რეციპიენტს შორის გენეტიკური კავშირის დადგენას, უნდა ჩატარდეს გენეტიკური კვლევა (დნმ-ტესტირება).

6. ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი (მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი რისკების შეფასების პროცედურები და კრიტერიუმები) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/19.md
