---
title: "მუხლი 19. ცოცხალი დონაციის კომისიის მიერ ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/19"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ცოცხალი დონაციის კომისიის მიერ ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/19

1. ყველა ცოცხალი დონაცია უნდა განხორციელდეს ცოცხალი დონაციის კომისიის თანხმობით.

2. ცოცხალი დონაციის კომისიის შემადგენლობაში შედიან ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი და ცოცხალი დონაციის სპეციალისტი, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და უნარ-ჩვევები, აგრეთვე გავლილი აქვთ მომზადება ცოცხალი დონორებისთვის კონსულტაციის გაწევისა და მათი ფსიქოსოციალური შეფასების საკითხებში.

3. ცოცხალი დონაციის კომისია ცოცხალ დონორობაზე თანხმობას გასცემს ყველა შესაბამისი დოკუმენტის, აგრეთვე დონორისთვის კონსულტაციის გაწევისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებული დონორის სამედიცინო და ფსიქოსოციალური შეფასების შედეგების შემოწმების საფუძველზე.

4. ცოცხალი დონაციის კომისია ცოცხალ დონორობაზე თანხმობას გასცემს მისი ყველა წევრის თანხმობის საფუძველზე. თუ ამ კომისიის რომელიმე წევრი ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემაზე უარს განაცხადებს, თანხმობა არ გაიცემა. კომისიის აღნიშნულ წევრს უფლება აქვს, დაასაბუთოს უარი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/20.md
