---
title: "მუხლი 20. სასამართლოს გადაწყვეტილება — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/20"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სასამართლოს გადაწყვეტილება — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/20

1. ორგანოს დონაციის განხორციელებამდე დონორმა, რეციპიენტმა ან ცოცხალი დონაციის კომისიამ დონორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა შეიტანოს ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ წერილობითი განცხადება.

2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს პირისთვის ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიცემის საქმეს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს მოსამართლეთა პროფესიულ მომზადებას ორგანოების გადანერგვის სფეროში და ადგენს უფლებამოსილი მოსამართლეების სპეციალიზაციის სტანდარტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/21.md
