---
title: "მუხლი 21. ცოცხალი დონორების რეესტრი — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/21"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ცოცხალი დონორების რეესტრი — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/21

1. ცოცხალი დონორების რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. ცოცხალი დონაციის შესახებ ინფორმაცია ორგანოს გადანერგვიდან 24 საათში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით უნდა აისახოს დონორის სამედიცინო ჩანაწერებსა და გადანერგვის საინფორმაციო ცენტრში (კერძოდ, ცოცხალი დონორების რეესტრში).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/22.md
