---
title: "მუხლი 23. გარდაცვლილი პირისგან ორგანოს მოპოვების პირობა და მიზანი — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/23"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. გარდაცვლილი პირისგან ორგანოს მოპოვების პირობა და მიზანი — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/23

1. გარდაცვლილი პირისგან ორგანო შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ სხვა ადამიანისთვის გადანერგვის მიზნით, პირის გარდაცვალების ფაქტის სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით დადგენისა და გამოცხადების შემდეგ, ეთიკური სტანდარტების მოთხოვნების, სამეცნიერო მიღწევებისა და საყოველთაოდ აღიარებული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად.

2. გარდაცვლილი პირის ორგანოს მოპოვება (მიღება) არ შეიძლება, თუ არ არის შესრულებული დონორობაზე თანხმობასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

3. ორგანოს პოტენციური დონორის გარდაცვალების შემდეგ დონაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს სათანადო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები დონაციის განხორციელებისას გარდაცვლილი დონორის (პაციენტის) და მისი ოჯახის პატივისცემის, დონორის (პაციენტის) ოჯახისა და დონაციის პროცესში ჩართული ყველა სხვა პირის საჭიროების გათვალისწინებისა და საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტების დაცვის მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/24.md
