---
title: "მუხლი 24. პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/24"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/24

1. პირი გარდაცვლილად მიიჩნევა სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის სრული და შეუქცევი შეწყვეტის (გულის შეუქცევი გაჩერება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა) ან თავის ტვინის ფუნქციის სრული და შეუქცევი შეწყვეტის (თავის ტვინის სიკვდილი) დადგენის შემთხვევაში, რასაც დაადასტურებენ სათანადო კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი ექიმები ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებისა და ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თავის ტვინის სიკვდილის დადგენის კრიტერიუმების შესაბამისად.

2. პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენაში მონაწილე ექიმი არ უნდა მონაწილეობდეს ორგანოს მოპოვებაში ან გადანერგვაში ან რეციპიენტის მოვლაში.

3. პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენის შემდეგ უნდა შეწყდეს ყველანაირი მკურნალობა და რეანიმაციული ღონისძიება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განხორციელდება ორგანოს დონაცია შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გარდაცვალების ფაქტის (მათ შორის, გულის შეუქცევი გაჩერებისა და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის ან ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის) დადგენის პროტოკოლი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/25.md
