---
title: "მუხლი 29. დონორის დახასიათება და ორგანოს დახასიათება — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/29"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. დონორის დახასიათება და ორგანოს დახასიათება — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/29

1. ორგანოს მოპოვებამდე უნდა განხორციელდეს დონორის დახასიათება და ორგანოს დახასიათება, კერძოდ, უნდა შეგროვდეს სათანადო ინფორმაცია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

2. დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ჩატარებული ანალიზი რისკისა და სარგებლის თაობაზე) 30 წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს.

3. უნდა ჩატარდეს ყველა დონორის ტესტირება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, დონორის ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად.

4. დონორისა და რეციპიენტის (საჭიროების შემთხვევაში) იმუნოგენეტიკური ტესტირება უნდა ჩატარდეს შერჩეულ, სანიმუშო რეფერენსლაბორატორიაში, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და რომელსაც მინიჭებული აქვს დონორთა ტესტირების უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/30.md
