---
title: "მუხლი 34. მიკვლევადობა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/34"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. მიკვლევადობა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/34

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის/პროცედურის მონაწილე ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია შეინახოს დონორებსა და მათი ორგანოების მოპოვებასთან, განაწილებასთან, ტესტირებასთან, გადანერგვასა და განკარგვასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია და შესაბამისი მონაცემების თაობაზე ჩანაწერები დონორიდან რეციპიენტამდე ან განკარგვამდე და რეციპიენტიდან ან განკარგვიდან დონორამდე მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მიკვლევადობის წესის შესაბამისად თითოეული დონაციისა და ორგანოს მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები ორგანოების გამოყენებიდან 30 წლის განმავლობაში ელექტრონული ან მატერიალური ფორმით უნდა ინახებოდეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/35.md
