---
title: "მუხლი 37. გადანერგვის ქსელი — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/37"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. გადანერგვის ქსელი — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/37

1. დონორი კლინიკები, გადანერგვის ცენტრები და მათთან დაკავშირებული ლაბორატორიები ჩართული უნდა იყვნენ გადანერგვის ქსელში და უნდა თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მათი შესაბამის კომპეტენტურ უწყებასთან (უწყებებთან) ურთიერთობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ურთიერთობის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა თანამშრომლობის პირობები, მათი როლები და ვალდებულებები, მათ მიერ ერთმანეთისთვის გასაწევი მომსახურების სახეობები და გადახდის/დაფინანსების მოდელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/38.md
