---
title: "მუხლი 40. კანონით განსაზღვრული პროცედურების დაფინანსება — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/40"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. კანონით განსაზღვრული პროცედურების დაფინანსება — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/40

1. გადანერგვის სახელმწიფო მომსახურების (მათ შორის, გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის) შექმნა და ფუნქციონირება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული სამედიცინო პროცედურები შეიძლება დაფინანსდეს გადანერგვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ანაზღაურების მოდელისა და ტარიფების/ხარჯების შესახებ ინსტრუქციის თანახმად.
თავი VII. ლიცენზირება/ნებართვის გაცემა, კონტროლი და ინსპექტირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/41.md
