---
title: "მუხლი 5. ორგანოს დონაციის ნებაყოფლობითობა და უანგარობა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/5"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ორგანოს დონაციის ნებაყოფლობითობა და უანგარობა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/5

1. ორგანოს დონაცია ნებაყოფლობითი და  უანგარო უნდა იყოს.

2. პირს უფლება აქვს, წინასწარ, სიცოცხლეში, დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრაციით განაცხადოს ნებაყოფლობითი ინფორმირებული თანხმობა გარდაცვალების შემდეგ გადასანერგად მისი ორგანოს (ორგანოების) უანგარო (ალტრუისტულ) დონაციაზე.

3. ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე თანხმობის განცხადების უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, რომელსაც დაწესებული არ აქვს მხარდაჭერა.

4. პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, დონორთა ეროვნული რეესტრიდან გამოსვლით თქვას უარი გარდაცვალების შემდეგ გადასანერგად მისი ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე განცხადებულ თანხმობაზე.

5. დონორთა ეროვნული რეესტრის მონაცემები ხელმისაწვდომია იმ პერსონალისთვის, რომელსაც უფლება აქვს, გადაამოწმოს გარდაცვლილი პირის მიერ სიცოცხლეში განცხადებული თანხმობა მისი ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე.

6. დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნისა და წარმოების (მათ შორის, პირის დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრაციის ან დონორთა ეროვნული რეესტრიდან გამოსვლის/ამოღების) წესი, აგრეთვე ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონაციაზე თანხმობის განცხადებისა და ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონაციაზე განცხადებულ თანხმობაზე უარის თქმის ფორმები და შინაარსი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/6.md
