---
title: "მუხლი 9. კომპენსაცია გაუთვალისწინებელი დაზიანების გამო — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/9"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. კომპენსაცია გაუთვალისწინებელი დაზიანების გამო — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/9

1. სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ორგანოს გადანერგვით მიყენებული ზიანის ადეკვატური კომპენსაციის მექანიზმი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის შესაბამისად, თუ დასაბუთებულია, რომ არსებობს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გაუთვალისწინებელი დაზიანება.

2. მიყენებული ზიანის ხარისხი განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ დანერგილი კომპენსაციის მექანიზმის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/10.md
