---
title: "მუხლი 10. დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდა — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/10"
law: "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 5961597"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდა — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2023-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/10

1. ემიტენტი ვალდებულია დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდზე დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის მიზნით შესაბამისი თანხა ხელმისაწვდომი გახადოს წინასწარ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. მას შემდეგ, რაც მითითებული თანხა ხელმისაწვდომი გახდება, ემიტენტი თავისუფლდება შესაბამისი ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყადაღის ან სხვა ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამო აღნიშნული თანხის გამოყენება შეუძლებელი გახდება.

2. ცენტრალური დეპოზიტარი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ანგარიშის მწარმოებელთა ანგარიშებზე გადარიცხვას მათ სახელზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების პროპორციულად, ვადის დადგომისას, რაც მას შესაბამისი ვალდებულებისგან ათავისუფლებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/11.md
