---
title: "მუხლი 11. საკუთრების დადასტურება — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/11"
law: "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 5961597"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საკუთრების დადასტურება — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/11

დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება დასტურდება ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე არსებული საკრედიტო ნაშთით, რომლის დადასტურება ხდება შესაბამისი ანგარიშის მწარმოებლის მიერ გაცემული ანგარიშის ამონაწერით. ანგარიშის მწარმოებელი ანგარიშის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მასზე გასცემს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე ამ პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/12.md
