---
title: "მუხლი 14. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/14"
law: "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 5961597"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/14

საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან ერთად, გამოსცეს სამართლებრივი აქტები, რომლებითაც:
ა) მოწესრიგდება ფასიანი ქაღალდების ანგარიშის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გირავნობის უფლების წარმოშობის საკითხი;
ბ) განისაზღვრება ანგარიშის მფლობელზე გასაცემი დოკუმენტის ფორმა და მისი გაცემის წესი;
გ) განისაზღვრება დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდზე დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის წესი;
დ) განისაზღვრება ცენტრალური დეპოზიტარის მიერ რეკონსილაციის განხორციელების პერიოდულობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/15.md
