---
title: "მუხლი 3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სამართლებრივი ბუნება — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/3"
law: "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 5961597"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სამართლებრივი ბუნება — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/3

1. ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი გვაროვნულია.

2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მიბარების ხელშეკრულების შესახებ ნორმები ვრცელდება ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის ურთიერთობებზე, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების თავისებურებების გათვალისწინებით. ანგარიშის მწარმოებელსა და ანგარიშის მფლობელს შორის შერეული ხელშეკრულების არსებობისას მასზე აგრეთვე ვრცელდება ნორმები იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგას და მას შეესაბამება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/4.md
