---
title: "მუხლი 5. ფლობის რეჟიმი — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/5"
law: "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 5961597"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ფლობის რეჟიმი — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/5

1. ანგარიშის მწარმოებელი დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებს შეიძლება ფლობდეს მესამე პირის ან თავის სასარგებლოდ, ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშებზე, როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ (სხვა ანგარიშის მწარმოებლის/ანგარიშის მწარმოებლების მეშვეობით).

2. ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა უნდა შეესაბამებოდეს იმ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ანგარიშებზე.

3. თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა არ შეესაბამება იმ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და აღწერილობას, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე, ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო თუ მის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი − ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

4. უცხოური ანგარიშის მწარმოებელი ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის  (FATF)  რეკომენდაციების შესაბამისად უნდა ახორციელებდეს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავდეს ინფორმაციას/დოკუმენტებს და ექვემდებარებოდეს რეგულირებას/ზედამხედველობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/6.md
