---
title: "მუხლი 6. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/6"
law: "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 5961597"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/6

1. ინვესტორისთვის გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება წარმოშობს ინვესტორის წილობრივი თანასაკუთრების უფლებას ამ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის პროპორციულად,  ცენტრალურ დეპოზიტარში ან ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ იმ ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური  დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ერთობლიობაზე, რომელზედაც დაკრედიტებულია შესაბამისი ინვესტორების დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები. ამ პუნქტით განსაზღვრულ წილობრივი თანასაკუთრების უფლებაზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრებისა და საზიარო უფლებების შესახებ ნორმები.

2. ინვესტორისთვის გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება წარმოშობს ცენტრალურ დეპოზიტარში ან ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ შესაბამის ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე ინვესტორის საკუთრების უფლებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/7.md
