---
title: "მუხლი 8. ემისიის მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფა — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/8"
law: "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 5961597"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ემისიის მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფა — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/8

1. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა მიიღოს რეკონსილაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ცენტრალურ დეპოზიტარში არსებული, ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა ან ცენტრალურ დეპოზიტარში განთავსებული ფასიანი ქაღალდების ემისიის ნაწილი უდრიდეს ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ჯამს. ცენტრალურმა დეპოზიტარმა ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკონსილაცია უნდა განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით.

2. საჭიროების შემთხვევაში, თუ გარკვეული კატეგორიის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რეკონსილაციის განხორციელების პროცესში სხვა პირები არიან ჩართული, ემისიის მთლიანობის დასაცავად ეს პირები და ცენტრალური დეპოზიტარი უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლასა და შესაბამის თანამშრომლობას.

3. დაუშვებელია ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე უარყოფითი ნაშთის არსებობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/9.md
