---
title: "მუხლი 9. პასუხისმგებლობა — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/9"
law: "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 5961597"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. პასუხისმგებლობა — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/9

1. თუ ანგარიშის მწარმოებლის მიერ ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული იდენტური ფასიანი ქაღალდების რაოდენობა იმ იდენტური ფასიანი ქაღალდების რაოდენობაზე ნაკლებია, რომლებიც დაკრედიტებულია ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე, ანგარიშის მწარმოებელი ვალდებულია:
ა) თუ ეს შეუსაბამობა მისი ბრალით არის გამოწვეული, შესაბამისი ოდენობით გაზარდოს ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილ ანგარიშებზე არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა;
ბ) თუ ეს შეუსაბამობა დაუძლეველი ძალით არის გამოწვეული:
ბ.ა) უზრუნველყოს დაკარგული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების აღდგენა;
ბ.ბ) თუკი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სრულად აღდგენა შეუძლებელია, შეამციროს დაზარალებულ ანგარიშის მფლობელთა ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა.

2. თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის მწარმოებელს ცენტრალურ დეპოზიტარში ან სხვა ანგარიშის მწარმოებელთან (მათ შორის, უცხოურ ანგარიშის მწარმოებელთან) გახსნილი აქვს როგორც ომნიბუსსეგრეგირებული ანგარიში, ისე ინდივიდუალური სეგრეგირებული ანგარიში, ანგარიშის მწარმოებელთან ანგარიშის მფლობელთა მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდების ანგარიშებზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის შემცირების მიზნებისთვის გაითვალისწინება მხოლოდ შესაბამის ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე ან ინდივიდუალურ სეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და აღწერილობა. ომნიბუსსეგრეგირებულ ანგარიშზე დაკრედიტებული იდენტური ფასიანი ქაღალდები დაზარალებულ ანგარიშის მფლობელებს შორის განაწილდება მათი უფლებების პროპორციულად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/10.md
