---
title: "მუხლი 3 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5965160-amnistiis-shesakheb/3"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 5965160"
adopted: "2023-11-15"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5965160-amnistiis-shesakheb/3

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოხელეზე, სახელმწიფო საწარმოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ თანამშრომელზე, რომელმაც ამ კანონით განსაზღვრული დანაშაული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული დანაშაულის ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენის შემთხვევაზე.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება 2023 წლის 31 აგვისტოს შემდეგ გაასხვისა.

4. თუ ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, აღნიშნული ჯარიმა და ქონება მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5965160-amnistiis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5965160-amnistiis-shesakheb/4.md
