---
title: "მუხლი 7 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5965160-amnistiis-shesakheb/7"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 5965160"
adopted: "2023-11-15"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5965160-amnistiis-shesakheb/7

იმ პირს, რომელზედაც გავრცელდა ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, უფლება აქვს, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, ამ საჩივრის მისთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5965160-amnistiis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5965160-amnistiis-shesakheb/8.md
