---
title: "მუხლი 13. საკოორდინაციო საბჭო — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/13"
law: "ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 5968820"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. საკოორდინაციო საბჭო — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2023-12-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/13

1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან იმავე დადგენილებით განსაზღვრული სუბიექტების წარმომადგენლები.

2. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დარგობრივმა ან/და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.

3. საკოორდინაციო საბჭო მონაწილეობს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან, ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ამოცანების შემუშავებისა და შესრულების პროცესში, აგრეთვე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შემუშავებისა და შესრულების პროცესში. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილებები განისაზღვრება საკოორდინაციო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/14.md
