---
title: "მუხლი 14. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგია და ყოველწლიური სამოქმედო გეგმა — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/14"
law: "ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 5968820"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგია და ყოველწლიური სამოქმედო გეგმა — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-12-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/14

1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიას, რომელიც ოთხწლიანია, და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას.

2. ყოველწლიური სამოქმედო გეგმით უნდა განისაზღვროს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისთვის აუცილებელი საქმიანობის მიმართულებები, აგრეთვე მათ შესასრულებლად საჭირო რესურსები და მათი წყაროები.

3. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიასა და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას კოორდინატორის წარდგინებით საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საკოორდინაციო საბჭო.

4. კოორდინატორი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/15.md
