---
title: "მუხლი 15. დაფინანსება — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/15"
law: "ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 5968820"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. დაფინანსება — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2023-12-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/15

1. ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის, აგრეთვე კოორდინატორის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები შეიძლება დაფინანსდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ამ კანონის მე-5−მე-7 მუხლებით განსაზღვრული სივრცითი მონაცემების ნაკრებების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, შენახვის, სტანდარტიზაციის, განახლებისა და ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან წვდომასა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები სუბიექტებს ეკისრებათ.
თავი IV
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/16.md
