---
title: "მუხლი 16. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/16"
law: "ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 5968820"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2023-12-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/16

1. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:
ა) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და შესაბამისი წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
ბ) ეროვნულ გეოპორტალზე სივრცითი მონაცემების გამოქვეყნებისთვის პასუხისმგებელი შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტებისა და მათ მიერ თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსაქვეყნებელი მონაცემების განსაზღვრა;
გ) მეტამონაცემების ეროვნული პროფილის დამტკიცება;
დ) მონაცემთა მოდელის ტექნიკური სპეციფიკაციის დამტკიცება;
ე) მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნული პროფილის დამტკიცება;
ვ) ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციის დამტკიცება;
ზ) ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან დაშვების (ლიცენზიის), მათი გამოყენებისა და გაზიარების პირობებისა და წესების დამტკიცება;
თ) ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის დამტკიცება;
ი) მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილის დამტკიცება;
კ) მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნული პროფილის დამტკიცება;
ლ) საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება.

2. კოორდინატორმა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ეროვნული გეოპორტალისა და მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის შექმნა.

3. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება (გამოცემა), სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და ამ კანონის შესასრულებლად საჭირო სხვა წინასწარი ღონისძიებების განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/17.md
