---
title: "მუხლი 8. ეროვნული გეოპორტალი — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/8"
law: "ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 5968820"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ეროვნული გეოპორტალი — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-12-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/8

1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში, სივრცითი მონაცემების რესურსების გამოქვეყნების, გაცვლისა და თავისუფალი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იქმნება ეროვნული გეოპორტალი, რომელიც ამ კანონით განსაზღვრული სათანადო მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულების უნიკალური საკომუნიკაციო საშუალებაა.

2. ეროვნული გეოპორტალი არის ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ოფიციალური ვებპორტალი ან მისი ეკვივალენტი.

3. ეროვნული გეოპორტალი კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების გამოქვეყნებას, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსების ძებნასა და ვიზუალიზაციას, მათი შეფასების შესაძლებლობას, სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების თავისუფალ, დისტანციურ ხელმისაწვდომობას, მათი გამოყენების კომპლექსურ და სივრცითი მონაცემების მომხმარებელზე ორიენტირებულ შესაძლებლობას.

4. ეროვნული გეოპორტალის შექმნისთვის, განვითარებისთვის, ადმინისტრირებისა და სტაბილური ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელია კოორდინატორი.

5. ეროვნულ გეოპორტალზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს სათანადო ნორმატიული აქტებით.
თავი III
გეოგრაფიული მონაცემების მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/9.md
