---
title: "მუხლი 100. საერთო სარგებლობის მიწები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/100"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "100"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 100. საერთო სარგებლობის მიწები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 100 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/100

საერთო სარგებლობის მიწები შედგება მიმოსვლის გზებად გამოყენებული მიწების (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები), ქალაქის მოსახლეობის კულტურულ-საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი მიწების (პარკები, ტყე-პარკები, ბულვარები, სკვერები, წყალსატევები), სასაფლაოებისა და კომუნალური საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვა მიწებისაგან.
საერთო სარგებლობის მიწებზე ნებადართულია, ამ მიწების მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად, კაპიტალური შენობებისა და ნაგებობათა აშენება და აგრეთვე მსუბუქი ტიპის დროებითი შენობებისა და ნაგებობების (კარვების, ფარდულების და ა. შ.) დადგმა საერთო სარგებლობის მიწების მიზნობრივი დანიშნულებისათვის ზიანის მიუყენებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/99.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/101.md
