---
title: "მუხლი 102. ქალაქის ფარგლებში კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/102"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "102"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 102. ქალაქის ფარგლებში კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიწათსარგებლობა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 102 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/102

კოლმეურნეობათა საზოგადოებრივი სარგებლობის, საბჭოთა მეურნეობების და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მიწა, თუ მდებარეობს ქალაქის ფარგლებში, მაგრამ ქალაქის დაგეგმარების და განაშენიანების პროექტით არ არის გათვალისწინებული განაშენიანების ან კეთილმოწყობის ობიექტად, ემაგრება მათ უვადო სარგებლობაში.
ამ მიწებზე საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობათა განლაგება წარმოებს
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/101.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/103.md
