---
title: "მუხლი 104. რკინიგზის, წყლის, საჰაერო, მილსადენი ტრანსპორტის, სამთო მრეწველობის და სხვა მიწები ქალაქებში — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/104"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "104"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 104. რკინიგზის, წყლის, საჰაერო, მილსადენი ტრანსპორტის, სამთო მრეწველობის და სხვა მიწები ქალაქებში — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 104 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/104

რკინიგზის, წყლის, საჰაერო, მილსადენი ტრანსპორტის, სამთო მრეწველობის და სხვა მიწებს ქალაქებში მიეკუთვნება მიწა, რომელიც მიცემული აქვთ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მათზე დაკისრებული სპეციალური ამოცანების განსახორციელებლად.
აღნიშნული მიზნისათვის გასაცემი მიწის ნაკვეთის ოდენობა განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმების და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
ამ მიწებზე შენობათა და ნაგებობათა განლაგება, აგრეთვე კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება
სახალხო დეპუტატთა
საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/103.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/105.md
