---
title: "მუხლი 107. საგარეუბნო და მწვანე ზონების გამოყოფის და ამ ზონებში მიწათსარგებლობის წესი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/107"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "107"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 107. საგარეუბნო და მწვანე ზონების გამოყოფის და ამ ზონებში მიწათსარგებლობის წესი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 107 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/107

სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, საგარეუბნო და მწვანე ზონის გამოყოფისა და აგრეთვე ამ ზონებში მიწათსარგებლობის წესს ადგენს სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.
საგარეუბნო და მწვანე ზონის მიწას იყენებენ ამ ზონის დაგეგმარების დამტკიცებული პროექტების მიხედვით.
მწვანე ზონის მიწა საგანგებოდ უნდა იქნეს დაცული. ამ მიწაზე დაუშვებელია იმ შენობებისა და ნაგებობების აგება, რომლებიც არ შეესაბამება მწვანე ზონის საცავ, სანიტარიულ-ჰიგიენურ ფუნქციებს და მოსახლეობის დასვენების ორგანიზაციის მიზნებს.
თ ა ვ ი XX
სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/106.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/108.md
