---
title: "მუხლი 111. სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწების სარგებლობისათვის გაცემა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/111"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "111"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 111. სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწების სარგებლობისათვის გაცემა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 111 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/111

სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში
სახალხო დეპუტატთა
სასოფლო საბჭო ახორციელებს ყველა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გაცემის კონტროლს, იღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის გაცემის შესახებ იმ მიწიდან, რომელიც არ შედის კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მიწათსარგებლობის შემადგენლობაში.
კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საცხოვრებელი. აგრეთვე სხვა, შენობების და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის გასაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/110.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/112.md
