---
title: "მუხლი 112. სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობის წესი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/112"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "112"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 112. სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობის წესი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 112 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/112

შემდგომი განვითარებისათვის პერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს ამ დასახლებული პუნქტის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტების შესაბამისად.
შემდგომი განვითარებისათვის არაპერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწებით სარგებლობა წარმოებს შიდა სამეურნეო მიწათმოწყობის პროექტების შესაბამისად.
სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში კოლმეურნეობები, საბჭოთა მეურნეობები და სასოფლო-სამეურნეო სხვა საწარმოები მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს იყენებენ საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების ასაშენებლად და აგრეთვე საკარმიდამო მიწათსარგებლობისათვის სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების, სსრ კავშირის სხვა კანონმდებლობის, ამ კოდექსის 59-ე-62-ე, 64-ე-65-ე, 70-ე-83-ე მუხლებისა და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ მიწებზე საცხოვრებელი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საწარმოო შენობებისა და ნაგებობების განლაგება წარმოებს სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით.
თ ა ვ ი XXI
საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივების, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გაცემა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/111.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/113.md
