---
title: "მუხლი 114. საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მიზნით მისაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/114"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "114"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 114. საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის, აგრეთვე მოქალაქეთათვის ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მიზნით მისაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 114 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/114

საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის მისაცემი მიწის ნაკვეთების ოდენობა განისაზღვრება სათანადო წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.
სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს მიწის ნაკვეთებს აძლევენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი ნორმების ფარგლებში.
ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთებს გასცემენ სახლის მოცულობის და ადგილობრივი პირობების მიხედვით, შემდეგი ნორმების ფარგლებში: ქალაქად – 0,03-დან 0.06 ჰექტარამდე, ქალაქგარეთ – 0,07-დან 0,12 ჰექტარამდე.
ცალკეულ ქალაქებში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების მიცემა, შეიძლება შეზღუდოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ.
კ ა რ ი IV
მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალების და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/113.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/115.md
