---
title: "მუხლი 116. კურორტების მიწები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/116"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "116"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 116. კურორტების მიწები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 116 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/116

კურორტების მიწებს მიეკუთვნება სამკურნალო მნიშვნელობის და გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა ორგანიზაციისათვის ხელსაყრელი პირობების მქონე მიწის ნაკვეთები, რომლებიც დადგენილი წესით სარგებლობისათვის გადაეცა სამკურნალო-საკურორტო დაწესებულებებს. კურორტების მიწები საგანგებოდ უნდა იქნეს დაცული.
მოსახლეობის მკურნალობისა და დასვენებისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად და აგრეთვე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების დაცვის მიზნით, ყველა კურორტზე ეწყობა სანიტარული დაცვის ზონები. კურორტის სანიტარული დაცვის ზონების ფარგლებში მიწის ნაკვეთი მიწათმოსარგებლეებს არ ჩამოერთმევა. ამ ნაკვეთებით სარგებლობა ხორციელდება ოლქისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვით. ამ ზონის ფარგლებში აკრძალულია სარგებლობაში მიწის ნაკვეთის მიცემა იმ საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციებისათვის, რომელთა საქმიანობა შეუთავსებელია ბუნებრივი სამკურნალო თვისებების და მოსახლეობის დასვენების ხელსაყრელი პირობების დაცვასთან.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/115.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/117.md
