---
title: "მუხლი 117. ნაკრძალების მიწები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/117"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "117"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 117. ნაკრძალების მიწები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 117 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/117

ნაკრძალების მიწებს მიეკუთვნება დადგენილი წესით გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, რომელთა ფარგლებში იმყოფება განსაკუთრებული სამეცნიერო და კულტურული ღირებულების ბუნებრივი ობიექტები (ტიპიური ან იშვიათი ლანდშაფტები, მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები, იშვიათი გეოლოგიური წარმონაქმნები, მცენარეების, ცხოველების სახეობები და ა. შ.).
ნაკრძალების მიწებს ამორიცხავენ სამეურნეო მოხმარებიდან. ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არღვევს ნაკრძალების ბუნებრივ კომპლექსებს ან საფრთხეს უქმნის განსაკუთრებული ღირებულების სამეცნიერო ან კულტურული ბუნებრივი ობიექტების შენარჩუნებას, აკრძალულია როგორც ნაკრძალების ტერიტორიაზე, ასევე ნაკრძალების ირგვლივ დაწესებულ საცავი ზონის ფარგლებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/116.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/118.md
