---
title: "მუხლი 119. სასამსახურო მიწის ნაკვეთი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/119"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "119"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 119. სასამსახურო მიწის ნაკვეთი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 119 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/119

სასამსახურო მიწის ნაკვეთი ეძლევა ტრანსპორტის, სატყეო მეურნეობის, სატყეო მრეწველობის, კავშირგაბმულობის, წყლის, თევზის, სანადირო მეურნეობების და აგრეთვე სახალხო მეურნეობის ზოგიერთი სხვა დარგის მუშაკთა ცალკეულ კატეგორიებს.
სასამსახურო მიწის ნაკვეთის მიღების უფლების მქონე მუშაკთა კატეგორიების სიას და სასამსახურო მიწის ნაკვეთის ნორმას მუშაკების ცალკეული კატეგორიებისათვის ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
სასამსახურო მიწის ნაკვეთს გამოყოფენ იმ მიწებიდან, რომლებიც სათანადო სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სარგებლობაშია, ხოლო ასეთი მიწების ნაკლებობისას - სახელმწიფო მარაგის და სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებიდან, სასამსახურო მიწის ნაკვეთები იმ მიწებიდან, რომლებიც საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სარგებლობაშია, გამოიყოფა საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხოლო სახელმწიფო მარაგისა და სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებიდან სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/118.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/120.md
