---
title: "მუხლი 12. მიწათსარგებლობის ვადები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/12"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "12"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. მიწათსარგებლობის ვადები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/12

მიწა გაიცემა უვადო ან დროებითი სარგებლობისათვის.
მიწათსარგებლობა ითვლება უვადოდ (მუდმივად). თუ მიწათსარგებლობის ვადა წინასწარ არ არის დადგენილი.
მიწა, რომელიც კოლმეურნეობებს უკავიათ, მათ აქვთ მიჩენილი უვადო სარგებლობისათვის.
დროებითი მიწათსარგებლობა შეიძლება იყოს მოკლევადიანი – სამ წლამდე ან გრძელვადიანი სამიდან ათ წლამდე. საწარმოო საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ამ ვადის გაგრძელება იმ პერიოდისათვის, რომელიც არ აღემატება შესაბამისად მოკლევადიანი ან გრძელვადიანი დროებითი მიწათსარგებლობის ვადას. მიწის ნაკვეთებით დროებითი სარგებლობის ვადას აგრძელებენ ის ორგანოები, რომლებმაც გასცეს ეს მიწები.
სამომთაბარო მესაქონლეობის საჭიროებისათვის კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს მიწის ნაკვეთები შეიძლება მიეცეს ვადით 25 წლამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
თ ა ვ ი II
სარგებლობისათვის მიწის გაცემა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/13.md
