---
title: "მუხლი 120. სასამსახურო მიწის ნაკვეთის გამოყოფის პირობები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/120"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "120"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 120. სასამსახურო მიწის ნაკვეთის გამოყოფის პირობები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 120 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/120

სასამსახურო მიწის ნაკვეთს შესაბამისი კატეგორიის მუშაკებს გამოუყოფენ ამ სამუშაოზე მათი მუშაობის ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 121-ე მუხლით. სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, თუ სასამსახურო მიწის ნაკვეთი დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით, მიწით სარგებლობის უფლება შეწყდება მოსავლის აღების შემდეგ.
სახნავი მიწის ნაკვეთს გამოყოფენ იმ ვარაუდით, რომ მუშაკისა და მისი ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთის და სახნავი მიწის მიზომილი ნაკვეთის საერთო ფართობი არ აღემატებოდეს ამ კატეგორიის მუშაკისათვის დადგენილი სასამსახურო მიწის ნაკვეთის ოდენობას. თუ ოჯახში არის სასამსახურო ნაკვეთზე უფლების მქონე რამდენიმე მუშაკი გამოყოფენ ერთ სასამსახურო მიწის ნაკვეთს.
მუშაკებს, რომელთათვის არ გამოუყვიათ სახნავი მიწის ნაკვეთი, შეიძლება გამოუყონ საბოსტნე მიწის ნაკვეთი დადგენილი ნორმის ფარგლებში.
სათიბი მიწის ნაკვეთები ეძლევათ მუშაკებს, რომელთაც პირად საკუთრებაში ჰყავთ პირუტყვი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/119.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/121.md
