---
title: "მუხლი 122. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/122"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "122"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 122. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 122 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/122

სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებად ითვლება ტყით დაფარული და აგრეთვე ტყით დაუფარავი მიწები, რომლებიც განკუთვნილია სატყეო მეურნეობის საჭიროებისათვის.
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებით სარგებლობის წესი განისაზღვრება სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწებს საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები იყენებენ სატყეო მეურნეობის საჭიროებისა და ხე-ტყის დამზადებისათვის. სხვა საჭიროებისათვის სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სატყეო მეურნეობის ინტერესებს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/121.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/123.md
