---
title: "მუხლი 123. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაცემა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/123"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "123"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 123. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაცემა — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 123 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/123

სახელმწიფო სატყეო სამეურნეო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები სატყეო მეურნეობის და ხე-ტყის დამზადების მრეწველობის საჭიროებისათვის გამოუყენებელ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მათ სარგებლობაში მყოფი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან
სახალხო დეპუტატთა
რაიონული ან საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით აძლევენ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს და მოქალაქეებს დროებით სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სატყეო მეურნეობის ინტერესებს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
კ ა რ ი VI
სახელმწიფო წყლის ფონდის მიწები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/122.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/124.md
