---
title: "მუხლი 127. სახელმწიფო მიწის კადასტრის მიზანი და ამოცანები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/127"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "127"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 127. სახელმწიფო მიწის კადასტრის მიზანი და ამოცანები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 127 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/127

მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველსაყოფად აწარმოებენ სახელმწიფო მიწის კადასტრს, რომელიც შეიცავს სარწმუნო და საჭირო ყველა ცნობას მიწების ბუნებრივი, სამეურნეო და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.
სახელმწიფო მიწის კადასტრის მონაცემები ემსახურება მიწების ეფექტიანი გამოყენების ორგანიზაციისა და დაცვის, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების განლაგებისა და სპეციალიზაციის, მიწების მელიორაციისა და სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის მიზნებს, აგრეთვე მიწის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა სახალხო-სამეურნეო ღონისძიებათა განხორციელებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/126.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/128.md
