---
title: "მუხლი 13. სარგებლობისათვის მიწის გაცემის წესი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/13"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "13"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. სარგებლობისათვის მიწის გაცემის წესი — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/13

სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის გაცემა ხორციელდება მიზომვის წესით.
სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის მიზომვა ხდება საქართველოს სს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
სახალხო დეპუტატთა
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების ან
სახალხო დეპუტატთა
შესაბამისი ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე იმ წესით, რომელსაც ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა, ეს კოდექსი და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობა.
სარგებლობისათვის მიწის გაცემის შესახებ დადგენილებასა ან გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს მიწის მიზომვის მიზანი და მიწით სარგებლობის ძირითადი პირობები.
მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის გაცემის შესახებ შუამდგომლობების აღძვრისა და განხილვის წესს ადგენს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/14.md
