---
title: "მუხლი 130. სახელმწიფო მიწათმოწყობა და მისი ამოცანები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/130"
law: "კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ"
article: "130"
identifier: "-"
adopted: "1971-07-13"
consolidated_as_of: "1987-12-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 130. სახელმწიფო მიწათმოწყობა და მისი ამოცანები — კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 1987-12-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ, მუხლი 130 (consolidated as of 1987-12-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/130

მიწათმოწყობა მოიცავს იმ სახელმწიფო ღონისძიებათა სისტემას, რომლებიც მიმართულია სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებათა განსახორციელებლად მიწით სარგებლობის დარგში.
სახელმწიფო მიწათმოწყობის ამოცანებია მიწების უფრო სრული, მეცნიერულად დასაბუთებული, რაციონალური და ეფექტიანი გამოყენების ორგანიზაცია, მიწათმოქმედების კულტურის ამაღლება და მიწების დაცვა.
მიწათმოწყობა, საპროექტო-საგამოკვლევო, აგეგმვისა და გამოკვლევითი სამუშაოების ჩათვლით, ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე. მიწათმოწყობას ახორციელებენ მიწათმოწყობის სახელმწიფო ორგანოები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/129.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5969923-kanoni-sakartvelos-sabchota-sotsialisturi-respublikisa-sakartvelos-ssr/131.md
